© 2019 TBC Bank

UX/UI დიზაინერი

თიბისი ბანკის დიჯითალ პროდუქტების ეჯაილ (Agile) გუნდში ვეძებთ UI/UX დიზაინერს,

რომელიც თიბისის ინტერნეტბანკის და დიჯითალ პლათფორმებისთვის იმუშავებს საუკეთესო Web Experience-ის და ინტერფეისის შექმნაზე.

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და შეძლებს რთული

ფუნქციონალური საჭიროებები და მოთხოვნები აქციოს მარტივ და ინტუიტიურ ინტერფეისად.

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.


ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;
  • თუ გაქვს კონცეპტუალური ხედვა,  ვიზუალური კომუნიკაციის უნარი.
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?

  • შექმნი მომხმარებლის ინტერფეისს (UI)
  • შექმნი Wireframe-ბისა და პროტოტიპებს;
  • იმუშავებ UI ბიბლიოთეკებზე;
  • იმუშავებ ინტერაქციის დიზაინზე;
  • შენი საქმიანობა მოიცავს ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიების კვლევას მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას, გაზიარებას.


მნიშვნელოვანია:

  • გაინტერესებდეს დიზაინ ტრენდები
  • გქონდეს Responsive საიტებთან მუშაობის გამოცდილება
  • გქონდეს Wireframe, Prototype, Style guide, User flow-ს შექმნასა და დახვეწაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია შეგეძლოს მიკრო ანიმაციების კეთება
  • იყო გუნდური და შეგეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა
  • გქონდეს Agile გუნდში მუშაობის სურვილი
  • კარგად იცოდე ინგლისური


რას გთავაზობთ:

  • მყუდრო სამუშაო გარემოს;
  • მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • შენი კომპეტენციების მუდმივ ზრდას ვორქშოფებითა და ტრეინინგებით.