© 2019 TBC Bank

სერვის ექსპერტი-ენტერპრაიზ სერვისების ლიგა

ეჯაილ გუნდში, ენტერპრაიზ სერვისების ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტზე - ERP სისტემის მსხვილ პლატფორმაზე. ქმნის, ნერგავს და ავითარებს სისტემის ახალ ფუნქციონალებს. პოულობს ახალ გამოწვევებს და განვითარების შესაძლებლობებს ფინანსების, ოპერაციების, შესყიდვების, რეპორტინგისა და ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებით.

შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები; შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· მოგწონს სისტემების დიზაინი და მათი ანალიზი;

· გაქვს ფინანსურ ანალიტიკოსად, ბუღალტრად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

· გაქვს IFRS სტანდარტების და ფინანსური რეპორტინგის საბაზისო ცოდნა

· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?

· გაანალიზებ პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობებს;

· შეაგროვებ მოთხოვნებს, გაანალიზებ დოკუმენტებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით ;

· შექმნი პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტს; ბიზნეს პრცესების დიაგრამებს;მომხმარებლის ინტერფეისის დეტალურ აღწერილობას;

· შეათანხმებ ფუნქციონალურ სპეციფიკაციებს ჩართულ პირებთან;

· შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში;

· უზრუნველყოფ პროექტის სრული ციკლის შესრულებას-მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან- საბოლოო ტესტირებამდე და პროექტის ჩაბარებამდე


კარგი იქნება რომ გქონდეს:

· Agile (Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;

· სისტემების დანერგვების მიმართულებით გამოცდილება

· მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

· ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

· ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება