სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი

უზრუნველყოფილი სესხების ბიზნესის განვითარების ლიგა

ეჯაილ გუნდში, უზრუნველყოფილი სესხების ბიზნესის განვითარების ლიგაში, ონლაინ არხის განვითარების გუნდისთვის ვეძებთ სერვის ექსპერტს/გუნდის კაპიტანს.


შენ იქნები გუნდის კაპიტანი, რომელიც იზრუნებს უზრუნველყოფილი სესხების ონლაინ არხის TBCMortgage.ge განვითარებაზე.


შენი გუნდი იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები. შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ბანკის მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. შეძლებ შენი ცოდნისა და გამოცდილების გუნდის წევრებისთვის გაზიარებას.


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

  • გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს;

  • ხარ მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებული;

  • მოგწონს და გაქვს სისტემების დიზაინისა და მათი ანალიზის გამოცდილება;

  • ერკვევი ვებ პლატფორმებში და გაქვს ახალი ცოდნის შეძენის სურვილი;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;

  • გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

  • შეგიძლია იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

  • შეგიძლია გუნდის წევრების მოტივირება და ცოდნის გაზიარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;


რას გააკეთებ?


  • იქნები ეჯაილ გუნდის წევრი;

  • განავითარებ უზრუნველყოფილი სესხების ონლაინ არხს მომხმარებლებისა და სხვა მონაწილე მხარეების უკუკავშურზე დაყრდნობით

  • შექმნი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფუნქციონალურ და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

  • მონაწილეობას მიიღებ/კოორდინაციას გაუწევ სამუშაოების დაგეგმვის, დიზაინის, დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებს

  • გუნდის წევრებთან ერთად იზრუნებ დასახული ბიზნეს მიზნების მიღწევაზე

  • და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას.


აუცილებელია გქონდეს:


  • IT პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (ვებ პლატფორმებზე და აპლიკაციებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

  • გამოცდილება სისტემების და პროდუქტების დანერგვის მიმართულებით;

  • ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტექნიკური ამოცანის დამუშვების და დაკვეთის გამოცდილება;

  • ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევისა და შექმნის გამოცდილება


კარგი იქნება რომ გქონდეს:


  • Agile (Scrum, Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;

  • გუნდის მართვის გამოცდილება;

  • გუნდის სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობის გამოცდილება;

  • ონლაინ არხში გაყიდვების მართვის გამოცდილება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ცოდნა/გამოცდილება/კომპეტენცია):


  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;

  • ბანკის საკრედიტო პროცესების/პროდუქტების ცოდნა;

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა და გარე რეგულაციების ცოდნა;

  •  ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • ბიზნეს პროცესების მოდელირების (ტექნიკების/მეთოდოლოგიების) ცოდნა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • ინიციატივიანობა;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;




გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი



© 2020 TBC Bank