HR ბიზნეს პარტნიორი

თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდში, ვეძებთ ბიზნეს პარტნიორს.

თუ გადაწყვეტ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდე,  შეგეძლება იმუშავო ძალიან მეგობრულ და პროფესიონალ გუნდში, პასუხისმგებელი სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით და შეიტან მნიშვნელოვან წვლილს ბანკის განვითარებაში.


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული

  • გაქვს კარგად გამოხატული კომუნიკაციის უნარი, რაც გულისხმობს უნარს, რომ დაამყარო ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებთან;

  • არ გეშინია გამოწვევების და ხარ მიზანდასახული;

  • კრიტიკულ სიტუაციებში შეგწევს უნარი, სწრაფად მოაგროვო ინფორმაცია, მიიღო გადაწყვეტილება / ან მოამზადო შესაბამისი პირისთვის სრული ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად.

  • გაქვს უნარი სიახლესა და ცვლილებაში დაინახო ახალი შესაძლებლობები;

  • ხარ პროაქტიული და არ ელოდები სხვის მითითებებს.

რას გააკეთებ:


  • საჭიროების შესაბამისად შექმნი პერსონალური და პროფესული განვითარების ინდივიდუალურ გეგმებს;

  • ახალი თანამშრომლებისთვის განახორციელებ საორიენტაციო პროგრამებს - Onboarding Program და ონბორდინგის პროცესის ტექნიკური/ადმინისტრაციული მხარის კონტროლი/მონიტორინგი;

  • მართავ საკურატოროს ბიუჯეტირების პროცესს : ბიუჯეტის დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი;

  • იზრუნებ თანამშრომლების კმაყოფილებასა და ბედნიერებაზე

  • სისტემატურ კომუნიკაციაში იქნები ბიზნეს მიმართულების დირექტორთან;

  • ხელს შეუწყობ ბანკის ერთიანი ეფექტური კორპორატიული კულტურის გაძლიერებას;

  • (KPI განსაზღვრის უზრუნველყოფა, შეფასებისა და სამოტივაციო სისტემის მართვა), საჭიროების შემთხვევაში შექმნის პროცესის ფასილიტაცია;

აუცილებელია გქონდეს:


  • უმაღლესი განათლება  - სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში (MBA უპირატესობაა);

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში;

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება  ჩაითვლება უპირატესობად;

  • IT სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა

  • Microsoft Office პროგრამები: Word, Excel, Power Point მაღალ დონეზე ცოდნა.

© 2020 TBC Bank