.Net დეველოპერი

საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგა

საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგა ავითარებს Front-end ის ახალ პლატფორმას TBC Front-X. ეს არის პლატფორმა სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ის ფუნქიონალი, რომელიც ფილიალებში კლიენტის მომსახურებისათვის სჭირდებათ თანამშრომლებს.

ახალი გუნდის მიზანია ბანკისათვის ერთიანი Framework-ის შექმნა, მომავალში სხვადასხვა ფუნქციონალების ამ ერთიან ფანჯარაში გამოდგმა, ერთიანი კომპონენტების და კლიენტის ხედვის შექმნა / განვითარება.

შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდებთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.


რას გააკეთებ?

· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

· შექმნი ამოცანის შესაბამის აპლიკაციებს და არსებულში ცვლილებას შეიტან;

· გააკეთებ აპლიკაციების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

· მონაწილეობას მიიღებ არქიტექტურის შემუშავებასა და არსებულის ცვლილებაში;

· მონაწილეობას მიიღებ  Continuous integration და Continuous deployment პროცესის აწყობაში;

· მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში.


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;

· თუ გაქვს .Net ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (ASP.Net MVC (Core), ASP.Net Web API, Entity Framework (Core), WCF);

· გაქვს რელაციურ ბაზებთან (Microsoft SQL Server) და ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის გამოცდილება;

· გაქვს  სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;

· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


კარგი იქნება რომ გქონდეს:

· ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების SOLID პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება;

· Unit ტესტების წერის გამოცდილება (xUnit, NUnit, MSTest);

· სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain Drive Design (DDD) და სხვ.