მედია დაგეგმარების მენეჯერი

მარკეტინგის ლეგიონი

მარკეტინგის გუნდში ვეძებთ მედია დაგეგმარების მენეჯერს.

თუ გადაწყვეტ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდე,  შეგეძლება იმუშავო ძალიან მეგობრულ და პროფესიონალ გუნდში.

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები. შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. შეძლებ ყოველდღე შექმნა რაღაც ახალი და ღირებული.


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს;

  • გაქვს უნარი, იმუშავო ერთდროულად რამდენიმე პარალელურ პროექტზე და განსხვავებულ ამოცანებზე;

  • გაქვს  ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • ხარ თვითორგანიზებული, ინიციატივიანი, ღია ახალი ამბებისთვის;

  • გამოწვევებზე ფიქრის ნაცვლად, მათ გადაჭრაზე ფიქრობ;

  • გაქვს ციფრული კომუნიკაციის მაღალი სპეციალიზაცია;

  • იცი ყველაფერი, რაც ციფრულ სამყაროში ხდება;


რას გააკეთებ?


  • თიბისის პროდუქტებისა და სერვისებისთვის შექმნი მრავალფეროვან საკომუნიკაციო ქსელს;

  • მოიძიებ და კომუნიკაციას ჩაუშვებ ახალ არხებში;

  • გაზრდი კომუნიკაციის ეფექტურობას და შეეცდები მოიძიო ყველაზე ეფექტიანი არხები;

  • ერთიან სივრცეში შეძლებ გააანალიზო, რომელი არხია ყველაზე ეფექტური კონკრეტული პროდუქტისა და სერვისისთვის;

  • Data-driver marketing-ს.


აუცილებელია გქონდეს:


  • ანალიტიკური უნარები

  • მარკეტინგის, კომუნიკაციისა თუ სხვა დაკავშირებული სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

© 2020 TBC Bank