სერვის ექსპერტი - ბილინგ გადახდების გუნდი

გადახდების განვითარების ლიგა

ბილინგ გადახდების ეჯაილ გუნდში, ვეძებთ სერვის ექსპერტს, ლიგა - გადახდების განვითარება.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც შექმნის, დანერგავს და განავითარებს ბილინგ გადახდების მიმართულებას.

იქნები პასუხისმგებელი პროცესების ანალიზზე, არსებული თუ პოტენციური ხარვეზების იდენტიფიცირებაზე და აღმოფხვრაზე, და ზოგადად, ჩვენი პროდუქტის გამართულად მუშაობაზე. შენი გუნდი იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

  • გიყვარს სისტემების, პროცესების დიზაინი და მათი ანალიზი;

  • გიყვარს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება

  • მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის;

  • გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;

  • გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

  • ადვილად ერკვევი კომპლექუს სისტემებში და გაქვს ახალი ცოდნის შეძენის სურვილი;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

  • გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გაქვს გამოცდილება CJM-ის შექმნის;

  • შეგიძლია გამოიჩინო ემფატია კლიენტების მომართ;

  • გაქვს Customer Development-ის და გამოკითხვების გამოცდილება, იცი მეთოდიკა customer interviews, surveys, segmentation, usability tests, competitive analysis;

  • გესმის რა არის UX, CX და HADI-ციკლი;

  • იცი და შეგიძლია user story-ს აღწერა;

  • Python როგორც დიდი პლიუსი;

  • SQL და Excel advanced როგორც პლიუსი;


რას გააკეთებ?


  • გააკეთებ არსებული პროცესების ანალიზს;

  • მიიღებ მონაწილეობას ინოვაციური  გადახდების ამოცანების განსაზღვრაში და ჩამოყალიბებაში;

  • შეაგროვებ ბიზნეს და ტექნიკურ მოთხოვნებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;

  • გააანალიზებ არსებულ ტენიკურ დოკუმენტაციას და პროცესებს;

  • ·ბიზნეს მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნი ტექნიკურ ამოცანას, არქიტექტურულ დიაგრამებს და პროცესების აღწერებს;

  • ამოცანის რეალიზების პროცესში, გექნება მუდმივი კომუნიკაცია პროგრამისტებთან და ადმინებთან;

  • გატესტავ შესრულებულ ამოცანებს  რეალურ რეჟიმში დანერგვამდე;

  • აღრიცხავ აღმოჩენილ ხარვეზებს  და მათ მოსაგვარებლად საჭირო მოქმედებებს დაგეგმვა;

  • შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს პროექტის დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში;

  • უზრუნველყოფ პროექტის სრული ციკლის შესრულებას, მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან, საბოლოო ტესტირებამდე და პროექტის ჩაბარებამდე.


კარგი  იქნება რომ გქონდეს:


  • გამოცდილება სისტემების დანერგვის მიმართულებით;

  • ტექნიკურ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL ის საბაზისო ცოდნა)

  • ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტექნიკური ამოცანის დაკვეთის გამოცდილება;

  • ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევისა და შექმნის გამოცდილება;

  • UML დიაგრამების შექმნის გამოცდილება;

  • დეველოპერებთან მუშაობის გამოცდილება;

  • პროგრამირების საფუძვლების, ალგორითმების ან სისტემების ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა.



გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

© 2020 TBC Bank