ERP დეველოპერი

ეჯაილ გუნდში ვეძებთ ERP დეველოპერს.


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

  • გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;

  • თუ გაქვს C# და .Net ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს რელაციურ ბაზებთან (Microsoft SQL Server) და ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს  სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?


  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

  • Acumatica ERP (C#, .NET) პლატფორმის გამოყენებით შექმნი ERP მოდულებს და არსებულში ცვლილებას შეიტან;

  • მონაწილეობას მიიღებ არქიტექტურის შემუშავებასა და არსებულის ცვლილებაში;

  • მონაწილეობას მიიღებ  Continuous integration და Continuous deployment პროცესის აწყობაში;

  • მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში.


კარგი  იქნება რომ გქონდეს:


  • რომელიმე ERP სისტემაში დეველოპმენტის გამოცდილება, როგორებიცაა Microsoft Dynamics, SAP, Acumatica და სხვა;

  • Unit ტესტების წერის გამოცდილება (xUnit, NUnit, MSTest).