სერვის ექსპერტი - სწრაფი სამომხმარებლო სესხის გუნდი

არაუზრუნველყოფილი სესხების ბიზნესის განვითარების ლიგა

ეჯაილ გუნდში, არაუზრუნველყოფილი სესხების მართვის ლიგაში, სწრაფი სამომხმარებლო სესხის გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

ლეგიონი: მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნა და განვითარება.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია სწრაფი სამომხმარებლო სესხის  განვითარებაზე, რაც გულისხმობს პროდუქტის სრული (E2E) პროცესის დახვეწას, განვითარებასა და  გაუმჯობესებას. გექნება საშუალება, რომ შექმნა და განავითარო ღირებული პროდუქტი მომხმარებელბისთვის.


ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული;

  • თუ ხარ კრეატიული და შეგიძლია მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტების/პაკეტების/სერვისების შექმნა და განვითარება;

  • თუ იცი ფინანსები და შეგიძლია გაანალიზო პროდუქტის მომგებიანობა;

  • გაქვს უნარი, იმუშავო ერთდროულად რამდენიმე პარარელურ პროექტზე;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?


  • სტრატეგიაზე დაფუძნებული აქტივობების და ქმედებების დაგეგმვა;

  • მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირება (კველვა, ინტერვიუირება, ფილიალებთან კომუნიკაცია);

  • იმუშავებ პროდუქტის განვითარებისთვის საჭირო ტექნიკურ ამოცანებზე;

  • ახალი პროდუქტების შექმნა / განვითარება;

  • არსებული პროდუქტების დახვეწა /  განვითარება;

  • პროდუქტის  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;

  • შედეგების ანალიზი, მომგებიანობის უზრუნველყოფა;

  • პროდუქტის გაყიდვის მონიტორინგი და მხარდაჭერა;

  • მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა;

  • ბაზრის ანალიზი: კონკურენტების და საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება, დანერგვა და განვითარება;

  • დროული და ხარისხიანი რეპორტინგი;

  • შესაბამისი სეგმენტის ჯგუფში დასახული მიზნების მისაღწევად გუნდური მუშაობა (გაყიდვები, ახალი კლიენტის მოზიდვა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და სხვა);

  • სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება, რაც აუცილებელია ბიზნეს ამოცანის შესასრულებლად.


უნარები:


  • ლიდერობა;

  • სტრატეგიული ხედვა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • მოლაპარაკების წარმოება;

  • პრეზენტაციის უნარი;

  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდურად მუშაობის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • ინოვაციური ხედვის უნარი.


დამატებითი მოთხოვნები:


  • ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი;

  • სფერო: გაყიდვები, მარკეტინგი;

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში;

  • ფინანსების მართვის ცოდნა;

  • პროდუქტის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობის გამოცდილება

  • ინგლისური ენის ცოდნა.