.Net დეველოპერი

ეჯაილ გუნდში ვეძებთ .Net დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;

 

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

  • გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;

  • თუ გაქვს .Net ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (ASP.Net MVC (Core), ASP.Net Web API, Entity Framework (Core), WCF);

  • გაქვს რელაციურ ბაზებთან (Microsoft SQL Server) და ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს  სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

 

რას გააკეთებ?

  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

  • შექმნი ამოცანის შესაბამის აპლიკაციებს და არსებულში ცვლილებას შეიტან;

  • გააკეთებ აპლიკაციების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

  • მონაწილეობას მიიღებ არქიტექტურის შემუშავებასა და არსებულის ცვლილებაში;

  • მონაწილეობას მიიღებ  Continuous integration და Continuous deployment პროცესის აწყობაში;

  • მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში

კარგი  იქნება რომ გქონდეს:

  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების SOLID პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება

  • Unit ტესტების წერის გამოცდილება (xUnit, NUnit, MSTest)

 

სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain Drive Design (DDD) და სხვ.

© 2020 TBC Bank