სისტემის ანალიტიკოსი

ეჯაილ გუნდში ვეძებთ სისტემის ანალიტიკოსს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

  • გიყვარს სისტემების დიზაინი და მათი არქიტექტურის ანალიზი;

  • გაქვს სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის, პროგრამისტის ან DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილება, UML და ERD დაიგრამებით;

  • გაქვს მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

 

რას გააკეთებ?

  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;

  • დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;

  • გაანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს;

  • შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას ან მოახდენ  არსებულის ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

  • გააკეთებ ინტეგრაციების პროცესების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

  • მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს;

  • ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას;

  • იმუშავებ სისტემის შექმნასა და განვითარებაზე ადგილობრივ და უცხოელ ვენდორებთან ერთად;

  • მონაწილეობას მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესების აწყობაში;

  • მონაწილეობას მიიღებ სისტემის ვერსიების მართვასა და დანერგვებში.

 

კარგი  იქნება რომ გქონდეს:

  • სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain Drive Design (DDD) და სხვ.

© 2020 TBC Bank