© 2020 TBC Bank

ავტომატიზაციის დეველოპერი

ეჯაილ გუნდში ვეძებთ ავტომატიზაციის დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· გიყვარს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია;

· გაქვს ვებ სერვისებთან (SOAP, REST), XML-თან (XML/XSD, XSLT/XPath) და სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;

· გაქვს ვებ პროტოკოლების ცოდნა;

· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?

· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

· ჩაერთვები რთული ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის პროცესში, ძირითად ინსტრუმენტად BPM პლატფორმის გამოყენებით(TIBCO BPM);

· შექმნი BPM პროცესებს ამოცანების შესაბამისად;

· გამოიყენებ სინქრონულ და ასინქრონულ საინტეგრაციო სერვისებს;

· შეიტან ცვლილებებს არსებულ იმპლემენტაციებში;

· გააკეთებ BPM პროცესების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

· მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში


კარგი  იქნება რომ გქონდეს:

· BPMN-ის ცოდნა

· ინტეგრაციების არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები და სხვ.

· რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Microsoft SQL Server)

· Java ან C# (.Net framework) ცოდნა და გამოცდილება