© 2020 TBC Bank

ეჯაილ მწვრთნელი

შენ შეგიძლია გახდე ერთ-ერთი პირველი ეჯაილ მრჩეველი თიბისიში.


ვის ვეძებთ?

  • თუ ურთიერთობები შენი ძლიერი მხარეა;

  • მუდმივად სწავლობ და სხვებსაც  უზიარებ ცოდნას;

  • ხარ ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი;

  • არ გეშნია გამოწვევების და სიახლეების;

  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი


რას გააკეთებ?

  • ასწავლი გუნდის წევრებს ეჯაილ პრინციპებს;

  • გამართავ გუნდში ეჯაილ პროცესებს;

  • იზრუნებ ეჯაილ მეთოდოლოგიის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე;

  • იქნები ახალი იდეების და სიახლეების შემომტანი გუნდების ყოველდღიურ საქმიანობაში; 

  • დაეხმარები გუნდებს  პრობლემური საკითხების  მოგვარებაში;

  • უზრუნველყოფ სხვადასხვა გუნდის აქტივობების სინქრონიზაციას საქმიანობის პროცესში, ამ გუნდებს შორის ურთიერთობებისა და რისკების მართვას.

  • შეუწყობ ხელს გუნდებს თვითორგანიზებულობის  და გუნდურობის შენარჩუნებაში;

  • მუდმივად წაახალისებ გუნდის წარმატებებს;

  • იზრუნებ გუნდის წევრების საქმიანობის მუდმივ  გაუმჯობესებასა და ეფექტურობაზე

  • დაეხმარები ლიგის ლიდერს  ეჯაილ პროცესების მართვაში

 

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა

  • IT მიმართულებით მუშაობის გამოცდილება 

 
 
შერჩევის შემთხვევაში შენ გადაემზადები და გაეცნობი ეჯაილის სისტემას