© 2020 TBC Bank

Big Data დეველოპერი

ეჯაილ გუნდში ვეძებთ Big Data დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, 
გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები. 

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

  • გაქვს რეალაციური (SQL) და არა რელაციური (NoSQL) მონაცემთა ბაზების, სხვადასხვა ტიპის მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების შექმნის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს ETL ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

 

რას გააკეთებ?

 

  • დაამუშავებ რეალური დროის და ისტორიულ მონაცემებს;

  • მონაწილეობას მიიღებ რეალური მოდელების შექმნაში;

  • განახორციელებ ანალიტიკური ჯგუფის მიერ აღწერილ სტატისტიკური მოდელების იმპლემენტაციას;

  • ააწყობ ETL-ებს Big Data გარემოში;

  • შეიტან ცვლილებებს არსებულ იმპლემენტაციებში.

 

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • Hadoop-ის არქიტექტურის და HDFS-ის ცოდნა;

  • მონაცემთა მოდელირების Data Vault 2.0 არქიტექტურის ცოდნა;

  • Scala, Java, Python ან R  დაპროგრამების ენების ცოდნა;

  • Big Data ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება: Spark, MapReduce, Hive, Kafka და ა.შ.;

  • ETL ინსტრუმენტების გამოყენება Big Data გარემოსთვის;

  • Docker კონტეინერებთან მუშაობის გამოცდილება.