სერვის ექსპერტი - საბარათე პროდუქტების და გადახდების განვითარების გუნდი

გადახდების განვითარების ლიგა

გადახდების ლიგაში, საბარათე პროდუქტების და გადახდების განვითარების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

გადარიცხვები, მობილურის შევსება, POS ტერმინალები, ელექტონული კომერცია, Apple Pay, საგადახდო პროდუქტების განვითარება და სხვა... თიბისი-ში ეს ყველაფერი გადახდების ლიგის საზრუნავია. საბარათე პროდუქტების და გადახდების განვითარების  გუნდი კი ამ ბიზნესისთვის მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს და მარტივს გახდის. ამასთანავე საინტერესო იქნება თიბისისთვის, გაზრდის ბიზნესის მომგებიანობას, შეამცირებს არსებულ რისკებს.

შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, იქნები პასუხისმგებელი სხვადასხვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით (Kanban) და შეიტან წვლილს გადახდების ბიზნესის განვითარებაში.


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

  • გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს;

  • ხარ მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებული;


რას გააკეთებ?


  • იქნები 5-6 კაციანი ეჯაილ გუნდის წევრი;

  • მიიღებ მონაწილეობას ინოვაციური  გადახდების ამოცანების განსაზღვრაში და ჩამოყალიბებაში;

  • შეაგროვებ ბიზნეს და ტექნიკურ მოთხოვნებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;

  • გააანალიზებ არსებულ ტენიკურ დოკუმენტაციას და პროცესებს;

  • ბიზნეს მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნი ტექნიკურ ამოცანას

  • ჩართული იქნებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ყველა ეტაპში

  • შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს პროექტის პროგრამირების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში;

  • და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას!


კარგი იქნება რომ გქონდეს:


  • Agile (Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;

  • საგადახდო საბარათე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

  • გამოცდილება სისტემების დანერგვის მიმართულებით;

  • ტექნიკურ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL ის საბაზისო ცოდნა)

  • ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტექნიკური ამოცანის დაკვეთის გამოცდილება;

  • ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევისა და შექმნის გამოცდილება.





გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

© 2020 TBC Bank