ფრონტენდ დეველოპერი
ეჯაილ გუნდში ვეძებთ ფრონტენდ დეველოპერს.
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,
გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
ვის ვეძებთ:
· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
· თუ გაქვს Angular ფრეიმვორკის, Typescript დაJavaScript ენის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
· გაქვს HTML, CSS ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
· გაქვს სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;
· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
რას გააკეთებ?
· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
· შექმნი ფრონტენდ აპლიკაციას და არსებულში ცვლილებას შეიტან;
· გააკეთებ აპლიკაციების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
· მონაწილეობას მიიღებ UI/UX შემუშავებაში;
· მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, UI კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში
კარგი იქნება რომ გქონდეს:
· CSS პრეპროცესორებთან მუშაობის გამოცდილება (Sass, LESS)
· ვებ კომპონენტების დეველოპმენტის გამოცდილება (Angular Elements)
· Unit ტესტების წერის გამოცდილება
· HTML markup-ის აწყობის გამოცდილება