სერვის ექსპერტი/ გუნდის კაპიტანი -საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში

საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში

სამუშაოს აღწერა



ეჯაილ გუნდში, საოპერაციო ბიზნესის მართვის ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს/გუნდის კაპიტანს.


შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის სტრატეგიის ფარგლებში ახალი ფრონტენდის პლატფორმას და ფუნქციონალს. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშაო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.



ვის ვეძებთ:



· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს სისტემების/პროცესების ანალიზი და ახალი გადაწყვეტების შექმნა.

· გაქვს სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების ( მიკროსერვისები, Middleware და სხვა) გარჩევა/ტესტირების გამოცდილება;

· გაქვს გამოცდილება ბიზნეს ანალიზის მიმართულებით;

· მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!



შენ იქნები:




სერვის ექსპერტ/გუნდის კაპიტანი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban), შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ბანკს მისცემს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს IT ინფრასტრუქტურა და ასევე მომხმარებელს შესთავაზოს მის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული მარტივი და ავტომატიზირებული ბიზნეს პროცესები.



რას გააკეთებ:



· ფრონტენდის პლატფორმის დანერგვა, ინტეგრაცია სხვა სისტემებთან და განვითარება;

· ეჯაილ გუნდთან ერთად ბექლოგის მომზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა,  არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით, დეველოპმენტის გუნდისთვის ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა, ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა.

· ამოცანის შესრულების ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.

· ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა, პროცესის დიაგრამის  აწყობა, დატა ანალიტიკა;

· ბიზნესთან/ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და ა.შ) მოთხოვნების შეგროვების მიზნით და მიღებული ინფორმაციის ანალიზი საუკეთესო ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთვის.

· ამოცანების დანერგვა ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების გამოყენებით   (Design thinking, Six Sigma)

· ბიზნეს ამოცანის შესაბამისი გადაწყვეტილების დაპროექტება, როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;

· მომხმარებლის საჭიროებას მორგებული ეფექტური, მარტივი, ავტომატური, კონფიგურირებადი საოპერაციო პროცესების/პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობა.

· ამოცანის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის და შემდგომი მონიტორინგის/კონტროლის ფაზებში ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება;



აუცილებელია გქონდეს:



· უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;

· მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

· სისტემის დანერგვების მიმართულებით გამოცდილება;

· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

· ბიზნეს პროცესების მოდელირების (ტექნიკების/მეთოდოლოგიების) ცოდნა;

· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

· გუნდის მართვის გამოცდილება;

· დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;

· ლოგიკური აზროვნების უნარი;

· საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

· უნდა იყო კომუნიკაბელური და ინიციატივიანი



კარგი  იქნება რომ გქონდეს:



· Agile (Kanban/Scrum) გუნდში სერვის ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

· ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა;

· მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის

· სისტემის დანერგვების მიმართულებით გამოცდილება;







გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი