სერვის ექსპერტი მაღალ შემოსავლიანი სეგმენტის საოპერაციო პროდუქტების განვითარების გუნდში

სამუშაოს აღწერა


საოპერაციო ბიზნესის მართვის ლიგაში, კერძოდ  მაღალ შემოსავლიანი სეგმენტის საოპერაციო პროდუქტების განვითარების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.


შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის  სტრატეგიის ფარგლებში პროდუქტებს.  შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.



ვის ვეძებთ:



თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს სისტემების/პროცესების ანალიზი, რედიზაინი, ავტომატიზაცია,  პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა. გაქვს გამოცდილება ბიზნეს ანალიზის მიმართულებით, ან გაქვს სურვილი განვითარდე ამ კუთხით, ასევე კარგად იცნობ ბანკის საოპერაციო პროცესებს/პროდუქტებს, საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!



შენ იქნები:



სერვის ექსპერტი რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Kanban), შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში,  რომლებიც ბანკს მისცემს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს IT ინფრასტრუქტურა და ასევე მომხმარებელს შესთავაზოს მის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული მარტივი და ავტომატიზირებული ბიზნეს პროცესები.



რას გააკეთებ:



· ბიზნესთან/ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და ა.შ) მოთხოვნების შეგროვების მიზნით და მიღებული ინფორმაციის ანალიზი საუკეთესო ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთვის;

· არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით დეველოპმენტის გუნდისათვის ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა;

· ამოცანის შესრულების ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება;

· ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა, პროცესის დიაგრამის  აწყობა, დატა ანალიტიკა;

· ამოცანების დანერგვა ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების გამოყენებით   (Design thinking, Six Sigma);

· ბიზნეს ამოცანის შესაბამისი გადაწყვეტილების დაპროექტება, როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;

· მომხმარებლის საჭიროებას მორგებული ეფექტური, მარტივი, ავტომატური, კონფიგურირებადი საოპერაციო პროცესების/პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობა;

· ამოცანის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის და შემდგომი მონიტორინგის/კონტროლის ფაზებში ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება.



აუცილებელია გქონდეს:



· უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;

· ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა;

· მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

· სისტემის დანერგვების მიმართულებით გამოცდილება;

· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

· ბიზნეს პროცესების მოდელირების (ტექნიკების/მეთოდოლოგიების) ცოდნა;

· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

· დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;

· ლოგიკური აზროვნების უნარი;

· საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

· უნდა იყო კომუნიკაბელური და ინიციატივიანი.



კარგი  იქნება რომ გქონდეს:



· Agile (Kanban/Scrum) გუნდში სერვის ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

· ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა;

· მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის;

· სისტემის დანერგვების მიმართულებით გამოცდილება.








გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი