სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი - გადარიცხვების და გზავნილების გუნდში

გადახდების ლიგაში, კერძოდ, გზავნილებისა და გადარიცხვების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს/გუნდის კაპიტანს.

სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება ფილიალებში და სხვადასხვა ციფრული არხით, გადარიცხვების სხვადასხვა ინოვაციური მეთოდები, როგორებიცაა მობილურის ნომერზე ან პირად ნომერზე გადარიცხვა, თიბისი-ში ეს ყველაფერი გადახდების ლიგის საზრუნავია. გზავნილებისა და გადარიცხვების გუნდი კი ამ ბიზნესისთვის მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს და მარტივს გახდის. ამასთანავე საინტერესო იქნება თიბისისთვის, გაზრდის ბიზნესის მომგებიანობას და  შეამცირერებს არსებულ რისკებს.

შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, გუნდთან ერთად იქნები პასუხისმგებელი სწრაფი ფულადი გზავნილების ბიზნესზე თიბისიში და სხვადასხვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით და შეიტან წვლილს გადახდების ბიზნესის განვითარებაში.



ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

  • გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს;

  • ხარ მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებული;

  • ფლობ კარგ ვერბალურ და წერით კომუნიკაციის უნარებს როგორც ინგლისურად ასევე რუსულად;


რას გააკეთებ?


  • იქნები 4-6 კაციანი ეჯაილ გუნდის წევრი;

  • მონაწილეობას მიიღებ მიზნების დასახვაში და იზრუნებ დასახული მიზნების მიღწევაზე;

  • უზრუნველყოფ გზავნილების ბიზნესის მომგებიანობისთვის და საბაზრო წილის ზრდისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორცილებას;

  • უზრუნველყოფ ფულადი გზავნილების პროვაიდერებთან და სუბაგენტებთან პარტნიორულ, ჯანსაღ, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობას;

  • შეაგროვებ მომხმარებლების და პროექტის სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნებს, ჩაატარებ ინტერვიუებს, კვლევებს;

  • შექმნი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფუნქციონალურ და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

  • გააუმჯობესებ და გაამარტივებ არსებული პროცესებს, შექმნი გაუმჯობესიებისთვის საჭირო დოკუმენტაციას;

  • უზრუნველყოფ შიდა პროცესების და პროცედურების შესაბამისობას რეგულატორის მოთხოვნებთან;

  • მონაწილეობას მიიღებ როგორც სამუშაოების დაგეგმვის, ასევე პროდუქტების დიზაინის, დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში;

  • და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას.


კარგი იქნება რომ გქონდეს:



  • ბიზნესის/პროდუქტის მართვის ან გაყიდვების გამოცდილება;

  • მონაწილეობის გამოცდილება გუნდის სტრატეგიის განსაზღვრაში;

  • IT პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;

  • გუნდის მართვის გამოცდილება;

  • Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;

  • პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;

  • ფინანსურ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება









გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი