© 2019 TBC Bank

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი (ავტომატიზაციის ინჟინერი)

თიბისი ბანკში ვეძებთ ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, რომელიც თიბისის ინტერნეტბანკის და დიჯითალ პლათფორმებისთვის იმუშავებს ავტომატური ტესტების შექმნასა და განვითარებაზე

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
  • გაქვს ანალიტიკური, აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

რას გააკეთებ?

  • ციფრული არხების მიმართულებით ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესში;
  • ტესტირების ქეისებზე დაყრდნობით მონაწილეობას მიიღებ ავტომატურ ტესტების დეველოპმენტში;
  • ორიენტირებული იქნები ტესტირების პროცესის სწორად დაგეგმვასა და განვითარებაზე;
  • უზრუნველყოფ ტესტირების რეპორტის შექმნას გუნდისთვის;

მნიშვნელოვანია:

  • გქონდეს ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების სწავლის სურვილი ტესტირების მიმართულებით;
  • გქონდეს გამოცდილება QA ანალიტიკაში;
  • პროგრამირების უნარები (Java ჩაითვლება უპირატესად);
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკული ცოდნა;
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით სწავლის უნარი;
  • იცოდე ინგლისური;
  • სურვილი გააუმჯობესო არსებული უნარები და განავითარო საკუთარი თავი IT    მიმართულებით.

კარგი იქნება:

  • იცნობდე და იყენებდე Selenium web driver-ს ტესტირებისას;
  • Selenide ბიბლიოთეკას;
  • გქონდეს ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS);

რას გთავაზობთ:

  • მყუდრო სამუშაო გარემოს;
  • მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • კომპეტენციის მუდმივ ზრდას ტრეინინგებით;