© 2019 TBC Bank

სერვის ექსპერტი / გუნდის კაპიტანი

გადახდების ლიგაში, TPay გადახდების გუნდში ვეძებთ გუნდის კაპიტანს (Product Owner).

გადარიცხვები, მობილურის შევსება, POS ტერმინალები, ელექტონული კომერცია, Apple Payდა სხვა... თიბისი-ში ეს ყველაფერი გადახდების ლიგის საზრუნავია. Tpay კი ამ ლიგის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია, რომელიც ქმნის და ავითარებს ინოვაციურ გადახდის მეთოდებს QR ტექნოლოგიის გამოყენებით (www.tpay.ge).

სწორედ ამ გუნდისთვის ვეძებთ კაპიტანს (Product Owner)


ვის ვეძებთ:


· ლიდერს, ძალიან კარგი ხედვით და კრეატული ინიციატივებით;

· ვისაც არ ეშინია გამოწვევების, შეცდომების დაშვების, ექსპერიმენტების;

· შეუძლია სტარტაპ პროდუქტი აქციოს Mainstream-ად;

· აქვს პროდუქტის მენეჯერად ან Product Owner-ად მუშაობის გამოცდილება;

· არის ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული და იცის რა ხდება ბაზარზე;

· განსაკუთრებულად ეხერხება ხალხთან კომუნიკაცია და საკუთარი აზრის გადმოცემა;

· ფლობს ინგლისურს და რუსულ ენებს;

· და შეუძლია სირთულეების მიუხედავად, მაინც ისიამოვნოს პროცესით


რას გააკეთებ?

· იქნები 7-9 კაციანი ეჯაილ გუნდის წევრი;

· განსაზღვრავ პროდუქტის სტრატეგიას, განვითარების მიმართულებას;

· შეაგროვებ მომხმარებლების და პროექტის სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნებს;

· გაეცნობი ადგილობრივი და უცხოური ბაზრის სიახლეებს და წარადგენ ახალ ინიციატივებს;

· უამრავი იდეიდან აარჩევ ყველაზე პერსპექტიულს, რომელსაც გუნდთან ერთად განახორციელებ;

· იმუშავებ როგორც სერვის ექსპერტთან, ისე დეველოპერთან, ხარისხის მენეჯერთან და დიზაინერთან;

· მოაწყობ გაკეთებული საქმის (სპრინტის) დემონსტრაციას, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდებიან სხვადასხვა მხარეები;

· და რაც მთავარია, რეალურად გაუმარტივებ ძალიან ბევრ ადამიანს ცხოვრებას!


კარგი იქნება რომ გქონდეს:

· Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება

· კარგი UX ხედვა

· გადახდების ბიზნესში მუშაობის გამოცდილება