© 2020 TBC Bank

სერვის ექსპერტი - ციფრული სერვისების განვითარება

ეჯაილ გუნდში, საცალო სეგმენტის მომსახურების ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული;

· გაქვს უნარი, იმუშავო ერთდროულად რამდენიმე პარარელურ პროექტზე;

· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.;

· გაქვს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკოსის მიმართულებით;

· იცი ინგლისური მაღალ დონეზე.

· გაქვს ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება;


რას გააკეთებ?

· გააანალიზებ პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობების;

· შეაგროვებ მოთხოვნებს და გააანალიზებ დოკუმენტებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;

· შექმნი პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტს;

· შექმნი ბიზნეს პროცესების დიაგრამებს;

· შექმნი მომხმარებლის ინტერფეისის დეტალურ აღწერილობას;

· შეათანხმებ ფუნქციონალურ სპეციფიკაციებს როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტებთან;

· შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს პროექტის დიზაინის, დაპროგრამების,ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში

  • გარკვეულ შემთხვევებში შეასრულებ პროექტის მენეჯერის ფუნქციას;

· საკუთარი ინიციატივთ, თითქმის სრული დელეგირებით უზრუნველყოფ პროექტის სრულ ციკლს - მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან- საბოლოო ტესტირებამდე და პროექტის ჩაბარებამდე.


კარგი იქნება რომ გქონდეს:

· HTTP სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;

· ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MSSQL, SQL, Oracle ან სხვა);

· პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება;

· UX-ზე მუშაობის გამოცდილება, უახლესი ტრენდების და Design Guideline-ების ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად.