© 2019 TBC Bank

სერვის ექსპერტი თიბისი ფეის გუნდში

გადახდების ლიგაში, თიბისი ფეის გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

სესხების დაფარვები და ანგარიშზე თანხის შეტანები, მობილურის შევსება, კომუნალური გადახდები, სხვადასხვა კომპანიების გადახდები თიბისი ფეის და სხვა არხებში (ინტ ბანკი, მობაილ ბანკი და აშ.) თიბისი-ში ეს ყველაფერი გადახდების ლიგის საზრუნავია. თიბისი ფეის გუნდი კი ამ ბიზნესისთვის მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ საინტერესო იქნება თიბისისთვის და მეორე მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს გახდის.

შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, იქნები პასუხისმგებელი სხვადასხვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით (Kanban) და შეიტან წვლილს გადახდების ბიზნესის განვითარებაში.


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;

· თუ გაქვს კონცეპტუალური ხედვა,  ვიზუალური კომუნიკაციის უნარი.

· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

· მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებულ ადამიანს;

· დაბალანსებული უნარებით ბიზნესში და აი-ტი-ში;

· ფლობს კარგ ვერბალურ და წერით კომუნიკაციის უნარებს როგორც ქართულად, ისე ინგლისურად.


რას გააკეთებ?

· იქნები 9 კაციანი ეჯაილ გუნდის წევრი;

· შეაგროვებ მომხმარებლების და პროექტის სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნებს, ჩაატარებ ინტერვიუებს, კვლევებს;

· შექმნი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფუნქციონალურ და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

· მონაწილეობას მიიღებ როგორც დიზაინის, ისე დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში;

· იმუშავებ როგორც შიდა დეველოპერებთან, ისე გარე მომწოდებლებთან;

· და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას!


კარგი იქნება რომ გქონდეს:

· ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება;

· გადახდების ან სხვა საბანკო პროდუქტების დანერგვების გამოცდილება;

· IT სისტემების განვითარების გამოცდილება