© 2019 TBC Bank

სერვის ექსპერტი ინოვაციური გადახდების გუნდში

გადახდების ლიგაში, ინოვაციური გადახდების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

გადარიცხვები, მობილურის შევსება, POS ტერმინალები, ელექტონული კომერცია, Apple Payდა სხვა. თიბისი-ში ეს ყველაფერი გადახდების ლიგის საზრუნავია. ინოვაციური გადახდების გუნდი კი ამ ბიზნესისთვის მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ საინტერესო იქნება თიბისისთვის და მეორე მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს გახდის.

შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, იქნები პასუხისმგებელი სხვადასხვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით (Kanban) და შეიტან წვლილს გადახდების ბიზნესის განვითარებაში.


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;

· თუ გაქვს კონცეპტუალური ხედვა,  ვიზუალური კომუნიკაციის უნარი.

· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

· მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებულ ადამიანს;

· დაბალანსებული უნარებით ბიზნესში და აი-ტი-ში;

· გაქვს მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;

· გაქვს სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილება, ბიზნეს პროცესების დიზაინის შექმნის გამოცდილება;

· გაქვს მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;

· ფლობს კარგ ვერბალურ და წერით კომუნიკაციის უნარებს ქართულად, ინგლისურად, რუსულად.


რას გააკეთებ?

· იქნები 4-5 კაციანი ეჯაილ გუნდის წევრი;

· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;

· დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;

· შეაგროვებ მომხმარებლების და პროექტის სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნებს, ჩაატარებ ინტერვიუებს, კვლევებს;

· შექმნი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფუნქციონალურ და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

· მონაწილეობას მიიღებ როგორც დიზაინის, ისე დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში;

· იმუშავებ როგორც შიდა დეველოპერებთან, ისე გარე მომწოდებლებთან;

· მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს, ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას;

· და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას!


კარგი იქნება რომ გქონდეს:

· Agile (Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;

· გადახდების, კერძოდ საბარათე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

· გაქვს სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის, პროგრამისტის ან DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;