© 2019 TBC Bank

სერვის ექსპერტი საბარათე ბიზნესის გუნდში

გადახდების ლიგაში, საბარათე ბიზნესის გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

გადარიცხვები, მობილურის შევსება, POS ტერმინალები, ელექტონული კომერცია, Apple Pay, საგადახდო პროდუქტების განვითარება და სხვა. თიბისი-ში ეს ყველაფერი გადახდების ლიგის საზრუნავია. საბარათე ბიზნესის გუნდი კი ამ ბიზნესისთვის მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს და მარტივს გახდის. ამასთანავე საინტერესო იქნება თიბისისთვის, გაზრდის ბიზნესის მომგებიანობას, შემაცირერება არსებულ რისკებს.

შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, იქნები პასუხისმგებელი სხვადასხვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით (Kanban) და შეიტან წვლილს გადახდების ბიზნესის განვითარებაში.


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;

· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს;

· ხარ მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებული;

· ფლობს კარგ ვერბალურ და წერით კომუნიკაციის უნარებს როგორც ინგლისურად ასევე რუსულად;

· გაქვს გამოცდილება საგადახდო საბარათე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;


რას გააკეთებ?

· იქნები 4-5 კაციანი ეჯაილ გუნდის წევრი;

· შეაგროვებ მომხმარებლების და პროექტის სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნებს, ჩაატარებ ინტერვიუებს, კვლევებს;

· შექმნი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფუნქციონალურ და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

· მონაწილეობას მიიღებ როგორც სამუშაოების დაგეგმვის, პროდუქტების დიზაინის, დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში;

· იმუშავებ როგორც შიდა დეველოპერებთან, ისე გარე მომწოდებლებთან;

· და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას!


კარგი იქნება რომ გქონდეს:

· Agile (Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;

· პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება.