© 2019 TBC Bank

სერვის ექსპერტი - საოპერაციო ბიზნესის მართვის ლიგა


ეჯაილ გუნდში, საოპერაციო ბიზნესის მართვის ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის Front-end-ს  IT სტრატეგიის ფარგლებში და ზრუნავს პროცესების ავტომატიზაციაზე, გამარტივებაზე.

შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ მართო გუნდი და გადაჭრა რთული და ამავდორულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.


ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს სისტემების დიზაინი და მათი ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;  გაქვს გამოცდილება IT ბიზნეს ანალიზის მიმართულებით და ასევე კარგად იცნობ ბანკის საოპერაციო პროცესებს, გიმუშავია მოცულობით პროექტებზე, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!


შენ იქნები

სერვის ექსპერტი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ბანკის IT ინფრასტრუქტურას  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

შენ დაგევალება

  • ეჯაილ გუნდთან ერთად ბექლოგის მომზადება და მართვა, ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.
  • ბიზნეს ამოცანების, პროცესების და მოდელების ანალიზი;
  • ბიზნეს ამოცანის შესაბამისი გადაწყვეტილების დაპროექტება როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;
  • მოთხოვნების შეგროვება და დოკუმენტების ანალიზი პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;
  • პროექტის მოთხოვნების დოკუმენტების შექმნა; ბიზნეს პროცესების დიაგრამები; მომხმარებლის ინტერფეისის დეტალურ აღწერილობი;
  • ფუნქციონალური სპეციფიკაციებს ჩართულ პირებთან შეთანხმება;
  • პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება;
  • პროექტის სრული ციკლის შესრულება-მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან- საბოლოო ტესტირებამდე და პროექტის ჩაბარებამდე;

უნდა გქონდეს:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის;
  • გამოცდილება გუნდის, პროექტის მართვის;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ბანკის საოპერაციო პროცესების ცოდნა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • ბიზნეს პროცესების მოდელირების ცოდნა;
  • კომუნიკაბელობა
  • ინიციატივიანობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

კარგი  იქნება რომ გქონდეს:

  • Agile (Kanban) გუნდში PO -ს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სისტების დანერგვების მიმართულებით გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;