სერვის ექსპერტი/ასოცირებული პარტნიორი

ენტერპრაიზ სერვისების ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს/ასოცირებულ პარტნიორს

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე და პლათფორმებზე ფინსნების,ხაზინის, პროცესების სრულყოფისა და ოპტიმიზაციის, AML-ის , ERP-ის და HR -ის მიმართულებით. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები; შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიცბანკის შიდა და გარე მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. შეძლებ შენი ცოდნისა და გამოცდილების გუნდის წევრებისთვის გაზიარებას.


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· მოგწონს და გაქვს სისტემების დიზაინისა და მათი ანალიზის გამოცდილება;

· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?

· დაეხმარები გუნდის წევრებს ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში, გაუზიარებ და გაიზიარებ ცოდნას;

· იქნები ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების მოძიებისა და დანერგვის ინიციატორი;

და ამასთან

· შეაგროვებ მოთხოვნებს, გაანალიზებ დოკუმენტებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით ;

· შექმნი პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტს; ბიზნეს პრცესების დიაგრამებს;მომხმარებლის ინტერფეისის დეტალურ აღწერილობას;

· შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში;


კარგი იქნება რომ გქონდეს:

· Agile (Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;

· მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

· ITპროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

© 2020 TBC Bank