ინტეგრაციების დეველოპერი

ეჯაილ გუნდში ვეძებთ ინტეგრაციების დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;


ვის ვეძებთ:


· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;

· გაქვს XML-თან (XML/XSD, XSLT/XPath) და სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;

· გაქვს ვებ პროტოკოლების ცოდნა;

· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?


· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს   მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

· შექმნი სინქრონულ და ასინქრონულ საინტეგრაციო სერვისებს და არსებულში ცვლილებას შეიტან;

· შექმნი Event-ების მიღების, დამუშავებისა და დისტრიბუციის გადაწყვეტილებებს;

· განახორციელებ საინტეგრაციო გადაწყვეტილებების იმპელემტაციას TIBCO BusinessWorks (ESB) და Google Apigee პლატფორმებზე;

· გააკეთებ ინტეგრაციების პროცესების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

· მონაწილეობას მიიღებ ინტეგრაციების არქიტექტურის შემუშავებასა და ცვლილებაში;

· მონაწილეობას მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესების აწყობაში;

· მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში.


კარგი  იქნება რომ გქონდეს:



· ინტეგრაციების არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები და სხვ;

· რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Microsoft SQL Server);

· Java ან C# (.Net framework) ცოდნა და გამოცდილება.