ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი (საკრედიტო მიმართულება)

თიბისი ბანკში ვეძებთ ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს საკრედიტო მიმართულებით.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და ხარისხზე ორიენტირებული, მუდმივად ხარ სიახლეების ძიებაში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

შენ იქნები:


ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, რომელიც იზრუნებს პროგრამული უზრუნველყოფის ხარიხს, იქნები პასუხისმგებელი არსებული და პოტენციური ხარვეზების იდენტიფიცირებაზე და დაფიქსირებაზე.

ამ როლისთვის შენ დაგჭირდება დეტალებზე ორიენტირებულობა, თანმიმდევრულობა, ანალიტიკური აზროვნება და გამართული კომუნიკაციის უნარები.


შენ დაგევალება:


** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება;
** ტესტირების გეგმის და ქესიების შექმნა;
** ტესტირების ქეისების განხორციელება (მანუალური ან ავტომატური) და შედეგების ანალიზი;
** დეველოპერებისთვის და დაკავშირებული პირებისთვის ხარვეზებზე უკუკავშირის მიცემა;
** ინჟინრებთან ერთად მუშაობა ავტომატიზირებული ტესტირების სცენარების შესაქმნელად.

** დეტალებზე ორიენტირებული და დაკვირვებული თვალი;


უნდა გქონდეს:


 **საოპერაციო სისტემებთან/პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება იურიდიული პირეპის         მიმართლებით;
** ინიციატივა და კრეატივი პროდუქტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.


კარგი იქნება, გქონდეს:

** Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;

** IT პროექტებში მუშაობის გამოცდილება.


© 2020 TBC Bank