UX დიზაინერი

თიბისი ბანკის დიჯითალ პროდუქტების ეჯაილ (Agile) გუნდში ვეძებთ UX დიზაინერს, რომელიც თიბისის მობაილ ბანკისთვის იმუშავებს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე.

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და შეძლებს რთული ფუნქციონალური საჭიროებები და მოთხოვნები აქციოს მარტივ და ინტუიტიურ ინტერფეისად.

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.


ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;

  • თუ გაქვს 2 წელზე მეტი გამოცდილება ფუნქციონალური აპლიკაციების დაგეგმვასა და UX დიზაინში;

  • გიმუშავია Design thinking framework-ით;

  • გაქვს ux კვლევის და usability ტესტირების გამოცდილება;

  • ინფორმაციის არქიტექტურა, ინტერაქციის დიზაინი, იუზერ ფლოუები და ტასკ ფლოუები შენთვის მშობლიური ცნებებია;

  • შეგიძლია შექმნა wireframe based პროტოტიპები მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით;

  • იცნობ usability და heuristic evaluation პრინციპებს;

  • თავისუფლად გრძნობ თავს user-centered design best      practice-ებთან;

  • პრობლემები შენთვის გამოწვევებია, რომლების გადაწყვეტითაც სიამოვნებას იღებ;

  • რიცხვების და მონაცემების დანახვისას ოთახიდან გაქცევის ნაცვლად ტრენდების დანახვას ცდილობ;

  • გაქვს მაღალი ემოციური ინტელექტი და ემპათიის უნარი;

  • შეგიძია არგუმენტებით დაასაბუთო შენი დიზაინ გადაწყვეტილებები;

  • გესმის დივაისებს შორის განსხვავებები მომხმარებლების მხრიდან მათი გამოყენების კუთხით;

  • გიმუშავია მობილური აპლიკაციებისთვის ux დიზაინზე;

  • იცნობ Material Design და Human Interface Guidelines პრინციპებს.

რას გააკეთებ?

  • იმუშავებ მობაილ ბანკის ახალი ფუნქციების UX დიზაინზე და არსებული ფუნქციების გაუმჯობესებაზე;

  • განსაზღვრავ კვლევის და ტესტირების საჭიროებებს

  • დაგეგმავ ან თავად გაუძღვები UX კვლევებს და ტესტირებას;

  • შექმნი პროტოტიპებს;

  • აქტიურად იურთიერთებ UI დიზაინერთან, ვაირფრეიმებისთვის ხორცის შესხმის პროცესში;

  • გუნდთან ერთად იმუშავებ პროდუქტის განვითარებაზე;

  • იქნები მომხმარებლის ხმა გუნდში;

  • გაითვალისწინებ ბიზნეს ინტერესებს და ტექნიკურ შეზღუდვებს საუკეთესო გადაწყვეტების მოფიქრებისას.

© 2020 TBC Bank