UI დიზაინერი

თიბისი ბანკის დიჯითალ პროდუქტების ეჯაილ (Agile) გუნდში ვეძებთ UI დიზაინერს, რომელიც იმუშავებს თიბისის მობაილბანკისთვის.

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და შეძლებს რთული ფუნქციონალური საჭიროებები და მოთხოვნები აქციოს მარტივ და ინტუიტიურ ინტერფეისად.

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.


ვის ვეძებთ:


თუ ხარ ენერგიული მოტივირებული და კრეატიული;

  • თუ გაქვს  1 წელზე მეტი გამოცდილება თანამედროვე მობილური აპლიკაციების ინტერფეისის (UI) დიზაინში;

  • კარგად იცნობ ვიზუალური კომუნიკაციის და Human Computer Interaction-ის პრინციპებს;

  • Material Design და Human Interface Guidelines შენთვის მშობლიური სახელმძღვანელოებია;

  • თუ სიტყვა კონსისტენტურობა შენში სასიამოვნო გრძნობებს აღძრავს;

  • გიყვარს აიქონების და მარტივი empty state ილუსტრაციების ხატვა;

  • თუ ხანდახან ცხოვრებაშიც 4-ის და 8-ის ჯერადებით ანგარიშობ;

  • თუ 3.14 ქსელიან ფონტზე ნერვები გეშლება;

  • გიმუშავია Style Guide და Design system-თან;

  • სასურველია შეგეძლოს მიკრო ანიმაციების კეთება;

  • დეველოპერებს ახლობლებად თვლი და მათზე ზრუნავ;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების.

რას გააკეთებ?

  • იმუშავებ მობაილ ბანკის ახალი ფუნქციების UI დიზაინზე;

  • UX დიზაინერთან ერთად შექმნი მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილებას;

  • იმუშავებ UI ბიბლიოთეკებზე;

  • შექმნი სხვადასხვა ვიზუალურ სტილებს და გრაფიკულ გამოსახულებებს მობაილ ბანკისთვის;

  • იქნები მობაილ ბანკის ესთეტიურობაზე, მოწესრიგებულობაზე და სასიამოვნოობაზე ზრუნვის ელჩი გუნდში;

  • ორივე პლატფორმის მომხმარებელს აგრძნობინებ თავს კომფორტულად მისთვის ჩვეული ინტერაქციების შექმნით;

  • მუდმივად მოიკვლევ, გამოიყენებ და გააზიანებ ახალ ტრენდებსა და ტექნოლოგიებს დიზაინის სფეროში.

© 2020 TBC Bank