© 2020 TBC Bank

ETL დეველოპერი

ეჯაილ გუნდში ვეძებთ ETL დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;

· გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server ან Oracel);

· გაქვს ETL პროცესების და პაკეტების აწყობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SSIS);

· გაქვს C#, Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?

· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

· მონაწილეობას მიიღებ მონაცემთა მოდელების შექმნაში;

· განავითარებ ახალ და არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ETL პროცესებს და პაკეტებს;

· მონაწილეობას მიიღებ აპლიკაციის გამართულად მუშაობასა და ხარისხის უზრუნველყოფაში;

· მხარს დაუჭერ პროგრამული ცვლილებების ტესტირებას;

მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში