სერვის ექსპერტი - ელექტრონული კომერციის გუნდი

გადახდების განვითარების ლიგაში, ელექტრონული კომერციის ეჯაილგუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ბანკის ახალ, თანამედროვე და მარტივ ელექტრონული კომერციის  სისტემას. იქნები ჩართული პროცესების ანალიზში, ელ. კომერციის ახალი პროდუქტების და ფუნქციონალის დიზაინში, არსებული თუ პოტენციური ხარვეზების იდენტიფიცირებაში და აღმოფხვრის პროცესებში.

შენი გუნდი იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.


ვის ვეძებთ:


· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· გიყვარს სისტემების, პროცესების დიზაინი და მათი ანალიზი;

· გიყვარს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება;

· მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის;

· გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;

· გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

· გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;


რას გააკეთებ?


· მიიღებ მონაწილეობას ახალი იდეები გენერაციაში, ელექტრონული კომერციის პროდუქტების და გადაწყვეტების დიზანის და დეველოპმენტის პროცესში.

· გააანალიზებ პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობებს;

· მიიღებ მონაწილეობას ელექტრონული კომერციის ამოცანების განსაზღვრაში და ჩამოყალიბებაში;

· შეაგროვებ მოთხოვნებს, გააანალიზებ დოკუმენტებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;

· უზრუნველყოფ აღმოჩენილი ხარვეზების აღრიცხვას და მათ მოსაგვარებლად საჭირო მოქმედებების დაგეგმვას;

· შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს პროექტის დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში;

· უზრუნველყოფ პროექტის სრული ციკლის შესრულებას, მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან, საბოლოო ტესტირებამდე და პროექტის ჩაბარებამდე;


კარგი  იქნება რომ გქონდეს:


· გადახდების ბიზნესში მუშაობის გამოცდილება

· გამოცდილება სისტემების ანალიზის და დანერგვის მიმართულებით

© 2020 TBC Bank