სერვის ექსპერტი - POS გადახდების გუნდი

გადახდების განვითარების ლიგაში, POS გადახდების ეჯაილ გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მართავს და ავითარებს ბანკის POS გადახდების ბიზნესს.  იქნები ჩართული POS გადახდების ახალი პროდუქტების და სისტემების ანალიზსა და დიზაინში.

შენი გუნდი იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დეტალებზე ორიენტირებული;

  • გაქვს დეველოპერად, ბიზნეს ანალიტიკოსად ან პროექტ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;

  • გიყვარს სისტემების, პროცესების დიზაინი, მათი ანალიზი და გაქვს გამორჩეული ანალიტიკური უნარები;

  • გიყვარს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება;

  • მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში;

  • გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;

  • მზად ხარ გამოწვევების და სიახლეებისთვის;

  • ხარ გუნდური მოთამაშე და შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

  • გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

რას გააკეთებ?

  • მიიღებ მონაწილეობას ახალი იდეების გენერაციაში, POS გადახდების პროდუქტების და გადაწყვეტების დიზაინის და დეველოპმენტის პროცესში;

  • გააანალიზებ პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობებს;

  • მიიღებ მონაწილეობას ამოცანების განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაში;

  • პროექტში მონაწილე მხარეებისგან შეაგროვებ და გააანალიზებ დოკუმენტებს/მოთხოვნებს;

  • შეასრულებ მულტიფუნქციური ექსპერტის როლს პროექტის თითოეულ ფაზაში.

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • გადახდების ბიზნესში მუშაობის გამოცდილება;

  • რუსული ენის ცოდნა.

© 2020 TBC Bank