სერვის ექსპერტი - გადარიცხვებისა და გზავნილების გუნდი

 გადახდების განვითარების  ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს - გადარიცხვების და გზავნილების ეჯაილ გუნდში.


შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც შექმნის, დანერგავს და განავითარებს გადარიცხვების და გზავნილების მიმართულებას.

იქნები პასუხისმგებელი პროცესების ანალიზზე, არსებული თუ პოტენციური ხარვეზების იდენტიფიცირებაზე და აღმოფხვრაზე, გზავნილების და გადარიცხვების სისტემების კონფიგურაციაზე და ზოგადად, ჩვენი პროდუქტის გამართულად მუშაობაზე. შენი გუნდი იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· გიყვარს სისტემების, პროცესების დიზაინი და მათი ანალიზი;

· გიყვარს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება

· მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის;

· გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;

· გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

· ადვილად ერკვევი კომპლექსურ სისტემებში და გაქვს ახალი ცოდნის შეძენის სურვილი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

· გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;


რას გააკეთებ?

· გააკეთებ არსებული პროცესების ანალიზს;

· მიიღებ მონაწილეობას ინოვაციური გადარიცხვების, გზავნილების და გადახდების ამოცანების განსაზღვრაში და ჩამოყალიბებაში;

· შეაგროვებ ბიზნეს და ტექნიკურ მოთხოვნებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;

· გააანალიზებ  არსებულ ტენიკურ დოკუმენტაციას და პროცესებს;

·  ბიზნეს მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნი ტექნიკურ ამოცანას, არქიტექტურულ დიაგრამებს და პროცესების აღწერებს;

· ამოცანის რეალიზების პროცესში, გექნება მუდმივი კომუნიკაცია პროგრამისტებთან და ადმინებთან

· მოახდენ შესრულებული ამოცანების გატესტვას რეალურ რეჟიმში დანერგვამდე;

· უზრუნველყოფ აღმოჩენილი ხარვეზების აღრიცხვას და მათ მოსაგვარებლად საჭირო მოქმედებების დაგეგმვას;

· შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს პროექტის დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში;

· უზრუნველყოფ პროექტის სრული ციკლის შესრულებას, მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან, საბოლოო ტესტირებამდე და პროექტის ჩაბარებამდე;


კარგი  იქნება რომ გქონდეს:

· გამოცდილება სისტემების დანერგვის მიმართულებით

· ტექნიკურ პროექტებში მუშაობის გამოცდილება

· მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL ის საბაზისო ცოდნა)

· ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტექნიკური ამოცანის დაკვეთის გამოცდილება

· ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევისა და შექმნის გამოცდილება

· UML დიაგრამების შექმნის გამოცდილება

· დეველოპერებთან მუშაობის გამოცდილება

· პროგრამირების საფუძვლების, ალგორითმების ან სისტემების ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა.

© 2020 TBC Bank