სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი

საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგა

ეჯაილ გუნდში, საოპერაციო ბიზნესის მართვის ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს/გუნდის კაპიტანი.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის სტრატეგიას ციფრული კვლევების განვითარების ნაწილში . შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს სისტემების/პროცესების ანალიზი და ახალი გადაწყვეტების შექმნა.

  • გაქვს გამოცდილება კლიენტის კმაყოფილების მართვის, გიმუშავია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და პროექტის მართვის გამოცდილება ამ კუთხით;

  • გაქვს სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების ( მიკროსერვისები, Middleware და სხვა) გარჩევა/ტესტირების გამოცდილება;

  • გაქვს გამოცდილება ბიზნეს ანალიზის მიმართულებით;

  • მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები:


სერვის ექსპერტ/გუნდის კაპიტანი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban), შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაშიდა იზრუნებ კლიენტის კმაყოფილების ამაღლებაზე.


შენ დაგევალება:


  • კვლევების ციფრული პლატფორმის შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა;

  • საერთაშორისო/ადგილობრივ  ვენდორებთან მოლაპარაკებების წარმოება;

  • შერჩეული პლატფორმის დანერგვა, ინტეგრაცია სხვა სისტემებთან და განვითარება;

  • ეჯაილ გუნდთან ერთად ბექლოგის მომზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა,  არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით, ვენდორისთვის ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა, ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა.

  • ამოცანის შესრულების ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.

  • ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა, პროცესის დიაგრამის  აწყობა, დატა ანალიტიკა;

  • მომხმარებელზე ორიენტირებული  ეფექტური კვლევების პლატფორმის  გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობა.

  • ბიზნესთან/ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და ა.შ) მოთხოვნების შეგროვების მიზნით და მიღებული ინფორმაციის ანალიზი საუკეთესო ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთვის.

უნდა გქონდეს:


  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;

  • კლიენტის კვლევების, ინტერვიუების ჩატარების გამოცდილება;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

  • სისტემის დანერგვების მიმართულებით გამოცდილება;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • ბიზნეს პროცესების მოდელირების (ტექნიკების/მეთოდოლოგიების) ცოდნა;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდის მართვის გამოცდილება;

  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • ლოგიკური აზროვნების უნარი;

  • საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

  • უნდა იყო კომუნიკაბელური და ინიციატივიანი

კარგი  იქნება რომ გქონდეს:


  • Agile (Kanban/Scrum) გუნდში სერვის ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • კლიენტის კმაყოფილების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

  • ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა;

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის;

© 2020 TBC Bank