პროდუქტის ტექნიკური ანალიტიკოსი - ციფრული ბანკინგის გუნდი

ციფრული ბანკინგის გუნდში, რომელიც მუშაობს მობაილ და ინტერნეტ ბანკის განვითარებაზე ვეძებთ პროდუქტის ტექნიკურ ანალიტიკოსს (ციფრულ სერვის ექსპერტს)

ჩვენს გუნდში  შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ პრობლემების აღმომჩენი და მათი გადამჭრელი,      რომელიც მზადაა შეეჭიდოს რთულ ტექნიკურ ამოცანებს;

  • ხარ      ენერგიული და  თვითმოტივირებული;

  • ხარ      დეტალების მიმართ დაკვირვებული;

  • გიყვარს      სისტემების და პროცესების ანალიზი;

  • ითვლები      თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების ექსპერტად;

  • გაქვს      სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის, პროგრამისტის ან     DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს      სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილებია, UML      და ERD დიაგრამებით;

  • გაქვს      მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;

  • შეძლებ იმუშავო თვითორგანიზებულ ეჯაილ      გუნდებთან ერთად.

რას გააკეთებ?

  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;

  • დაგეგმავ საკუთარ პროექტს დამოუკიდებლად და საკუთარი      პროექტის ფარგლებში გაუწევ პროცესებს ორგანიზებას;

  • დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;

  • გააანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს;

  • შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას, ან მოახდენ არსებულის ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

  • მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს;

  • ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას და მიიყვან პროცესს ოპტიმალურ      გადაწყვეტილებამდე;

  • იმუშავებ სისტემის შექმნასა და განვითარებაზე ადგილობრივ და უცხოელ ვენდორებთან ერთად;

  • მონაწილეობას მიიღებ სისტემის ვერსიების მართვასა და დანერგვებში;

  • აქტიურად იმუშავებ პროდუქტის ექსპერტებთან და გუნდის      კაპიტანთან ერთად პროდუქტის განვითარებასა და დანერგვაში.

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • Agile      (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება;

  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება;

  • დისტანციურად მუშაობის გამოცდილება.

© 2020 TBC Bank