ციფრული გაყიდვების მენეჯერი - ციფრული ბანკინგის გუნდი

ციფრული ბანკინგის გუნდში ვეძებთ ციფრული გაყიდვების მენეჯერს (სერვის ექსპერტს)


შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ციფრული ბანკის განვითარებაზე. აქ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს ამოცანები;


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული, მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს;

  • გაქვს უნარი, იმუშავო ერთდროულად რამდენიმე პარალელურ პროექტზე;

  • გაქვს საუკეთესო ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • ხარ თვითორგანიზებული, ინიციატივიანი;

  • პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, მათ გადაჭრაზე ფიქრობ;

  • გაქვს მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ციფრული გაყიდვების მენეჯერის ან მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის მენეჯერის პოზიციაზე;

  • გაქვს ფილიალებთან და სატელეფონო ცენტრთან მუშაობის გამოცდილება;

  • იცი Microsoft Excel მაღალ დონეზე;

რას გააკეთებ?


  • შეიტან მნიშვნელოვან წვლილს  ციფრული ბანკის განვითარებაში;

  • ·ყოველდღიურად იზრუნებ ციფრული ბანკის მომხმარებლების, ტრანზაქციების, პროდუქტების გაყიდვების გაზრდაზე;

  • გუნდთან ერთად დაგეგმავ გაყიდვების კამპანიებს;

  • გააანალიზებ არსებულ პროდუქტებს და სეგმენტებს;

  • გამოიკვლევ პოტენციურ პროდუქტებს და სეგმენტებს;

  • მიიღებ მონაწილეობას პროდუქტების გაუმჯობესებაში;

  • ინტენსიურად იმუშავებ ბანკის სხვა სტრუქტურებთან (ფილიალებთან, ქოლცენტრთან) მაქსიმალური შედეგის მისაღწევად;

  • დაგეგმავ აქტივობებს და სამოტივაციო სქემებს ციფრული ბანკის უფრო მეტად განსავითარებლად ;

  • აწარმოებ შენი საქმიანობის ყოველკვირეულ რეპორტინგს;

  • იზრუნებ რომ ციფრული ბანკის მომხმარებლებს საუკეთესო ღირებულება შეუქმნა;

  • იმუშავებ ახალი მომხმარებლების onboarding-ის სტრატეგიის შექმნასა და აღსრულებაზე;

  • შეიმუშავებ მომხმარებლების გადინების შემცირების სტრატეგიას და იზრუნებ მის აღსრულებაზე.

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • B6-ში მუშაობის გამოცდილება

  • ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

  • ეჯაილ გუნდში მუშაობის გამოცდილება.

© 2020 TBC Bank