ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი - ციფრული ბანკინგის გუნდი

ციფრული ბანკინგის გუნდში ვეძებთ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერს!

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ციფრული ბანკის პლატფორმის განვითარებაზე და

იმუშავებ ავტომატური ტესტების შექმნასა და გაუმჯობესებაზე


ვის ვეძებთ:


· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· გაქვს C#, Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;

· გაქვს ვებ სერვისებთან (SOAP, REST), XML-თან (XML/XSD, XSLT/XPath) მუშაობის გამოცდილება;

· გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);

· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა;

· გაქვს ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;


რას გააკეთებ?


· ჩაერთვები ავტომატური ტესტების დეველოპმენტში Open Source ინსტრუმენტების გამოყენებით;

· Devops ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფ ავტომატური ტესტების ჩართვას continuous integration პროცესში;

· შეიტან ცვლილებებს არსებულ იმპლემენტაციებში;

· ჩაერთვები Performance ტესტირების პროცესში და გასცემ რეკომენდაციებს სისტემის სანდოობასა და მასშტაბირებადობაზე;

· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

· მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში;


კარგი იქნება:


· იცნობდე Selenium Webdriver / Selenide ინსტრუმენტებს;

· გქონდეს ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS);

· გქონდეს Devops ინსტუმენტთან მუშაობის გამოცდილება


რას გთავაზობთ:


· მყუდრო სამუშაო გარემოს;

· დამოუკიდებელ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

· კომპეტენციის მუდმივ ზრდას ტრენინგებით და სემინარებით.

© 2020 TBC Bank