სერვის ექსპერტი

საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგა

ეჯაილ გუნდში, საოპერაციო ბიზნესის მართვის ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს


შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის სტრატეგიას ციფრული კვლევების განვითარების ნაწილში . შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს სისტემების/პროცესების ანალიზი და ახალი გადაწყვეტების შექმნა.

  • გაქვს გამოცდილება კლიენტის კმაყოფილების მართვის, გიმუშავია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

  • გაქვს სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების ( მიკროსერვისები, Middleware და სხვა) გარჩევა/ტესტირების გამოცდილება;

  • გაქვს გამოცდილება ბიზნეს ანალიზის მიმართულებით;

  • მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები:


სერვის ექსპერტი რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban), შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაშიდა იზრუნებ კლიენტის კმაყოფილების ამაღლებაზე.


შენ დაგევალება:


  • კვლევების ციფრული პლატფორმის შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა;

  • საერთაშორისო/ადგილობრივ  ვენდორებთან მოლაპარაკებების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;

  • შერჩეული პლატფორმის დანერგვა, ინტეგრაცია სხვა სისტემებთან და განვითარება;

  • ეჯაილ გუნდთან ერთად აქტიური მონაწილეობა,  არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით, ვენდორისთვის ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა, ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა.

  • ამოცანის შესრულების ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.

  • ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა, პროცესის დიაგრამის  აწყობა, დატა ანალიტიკა;

  • მომხმარებელზე ორიენტირებული  ეფექტური კვლევების პლატფორმის  გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობა.

  • ბიზნესთან/ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და ა.შ) მოთხოვნების შეგროვების მიზნით და მიღებული ინფორმაციის ანალიზი საუკეთესო ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთვის.

უნდა გქონდეს:


  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;

  • კლიენტის კვლევების, ინტერვიუების ჩატარების გამოცდილება;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

  • სისტემის დანერგვების მიმართულებით გამოცდილება;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • ბიზნეს პროცესების მოდელირების (ტექნიკების/მეთოდოლოგიების) ცოდნა;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდურად მუშაობის უნარი

  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • ლოგიკური აზროვნების უნარი;

  • საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

  • უნდა იყო კომუნიკაბელური და ინიციატივიანი

კარგი  იქნება რომ გქონდეს:


  • Agile (Kanban/Scrum) გუნდში სერვის ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • კლიენტის კმაყოფილების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

  • ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა;

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის;


© 2020 TBC Bank