ფრონტენდ დეველოპერი - ციფრული ბანკინგის გუნდი

ციფრული ბანკინგის გუნდში ვეძებთ გამოცდილ ფრონტენდ დეველოპერს.


შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ციფრული ბანკის პლატფორმის განვითარებაზე, სადაც გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;


ვის ვეძებთ:


· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;

· თუ გაქვს Angular ფრეიმვორკის, Typescript დაJavaScript ენის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;

· გაქვს HTML, CSS ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;

· გაქვს სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;

· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?


· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

· შექმნი ფრონტენდ აპლიკაციას და არსებულში ცვლილებას შეიტან;

· გააკეთებ აპლიკაციების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

· მონაწილეობას მიიღებ UI/UX შემუშავებაში;

· მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, UI კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში


კარგი  იქნება რომ გქონდეს:


· CSS პრეპროცესორებთან მუშაობის გამოცდილება (Sass, LESS);

· ვებ კომპონენტების დეველოპმენტის გამოცდილება (Angular Elements);

· მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, UI კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში;

· HTML markup-ის აწყობის გამოცდილება.


© 2020 TBC Bank