სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი

საცალო სეგმენტების მართვის ლიგაში, ეჯაილ გუნდში, კერძოდ გუნდში - "ახალგაზრდა თაობა" ვეძებთ სერვის ექსპერტს/გუნდის კაპიტანს.
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც შექმნის, დანერგავს და განავითარებს ახალგაზრდების სეგმენტის და სტუდენტების განვითარების სტრატეგიას და იზრუნებს დასახული მიზნების მიღწევაზე. იქნები პასუხისმგებელი გუნდის პერფორმანსზე. საცალო სეგმენტის მასშტაბით იქნები სერიოზული კონტრიბუტორი კლიენტებისთვის ღირებულების შექმნაში. შენი გუნდი იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით და შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების შექმნასა და განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.


ვის ვეძებთ:


· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· შეგიძლია გუნდის მართვა;

· გიყვარს ახალი პროდუქტების მოფიქრება და დანერგვა;

· შეგიძლია საკუთარი პოზიციის დაცვა;

· გიყვარს ხალხთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;

· მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის;

· გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;

· გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

· გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;


რას გააკეთებ?


· განავითარებ ახალგაზრდა სეგმენტთან მუშაობის სტრატეგიას;

· მიიღებ მონაწილეობას ინოვაციური პროდუქტების და სერვისების დანერგვაში;

· მიიღებ მონაწილეობას პარტნიორებთან მოლაპარაკებაში;

· მოახდენ ტექნიკური დაკვეთის რეალიზებას;

· იზრუნებ გუნდის სიჯანსაღეზე;

· იზრუნებ დასახული მიზნების მიღწევაზე;

· განვითარდები და განავითარებ შენს ირგვლივ მყოფ ხალხს.


კარგი  იქნება რომ გქონდეს:


· გუნდის მართვის გამოცდილება;

· მონაწილეობის გამოცდილება გუნდის სტრატეგიის განსაზღვრაში;

· ბანკში მუშაობის გამოცდილება;

· მსხვილ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

© 2020 TBC Bank