სერვის ექსპერტი - გემბლინგ გადახდების გუნდი

გადახდების განვითარების ლიგა

გადახდების ლიგაში, გემბლინგ გადახდების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

ნებისმიერი საგადახდო პროდუქტების (Ecomm, POS, QR და სხვა) განვითარება თიბისიში გადახდების ლიგის საზრუნავია. გემბლინგ გადახდების გუნდი კი ზრუნავს უმსხვილესი კორპორატიული კლიენტებისთვის ინოვაციური, მარტივი და უწყვეტი გადახდების მიღების უზრუნველყოფაზე, ასევე ექვაირინგის შემოსავლების მაქსიმიზაციასა და ბაზარზე ბანკის წილის ზრდაზე.

შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, იქნები პასუხისმგებელი სხვადასხვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით და შეიტან წვლილს გემბლინგ გადახდების განვითარებაში. ასევე გექნება ქვეყანაში უმსხვილეს კომპანიებთან და მათ ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯმენტთან ყოველდღიური ურთიერთობა.


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

  • გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს;

  • ხარ მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებული;

  • ფლობ კარგ ვერბალურ და წერით კომუნიკაციის უნარებს.


რას გააკეთებ?


  • იქნები ეჯაილ გუნდის წევრი;

  • იზრუნებ გემბლინგ კომპანიების მომგებიანობის და კმაყოფილების ზრდაზე;

  • ისწავლი გადახდების ყველა პროდუქტის, როგორც ბიზნესის ასევე ტექნიკურ თვისებებს;

  • დეტალურად გაერკვევი სეგმენტის სპეციფიკაში და შეისწავლი როგორც მსოფლიო, ასევე ლოკალურ ტრენდებს;

  • იქნები ჩართული არსებული ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება/ოპტიმიზაციაში;

  • პროდუქტულ გუნდებთან ერთად შექმნი და დააოპტიმიზირებ კლიენტზე მორგებულ სხვადასხვა საგადახდო პროდუქტებს;

  • იზრუნებ ექვაირინგში ბაზარზე ბანკის წილის მაქსიმალურ ზრდაზე;

  • და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას!



კარგი იქნება რომ გქონდეს:


  • იურიდიულ პირებთან მუშაობის გამოცდილება;

  • გამართულად ფლობდე ინგლისურ და რუსულ ენებს;

  • ელ კომერციის პროდუქტის ცოდნა;

  • საგადახდო საბარათე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.






გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

© 2020 TBC Bank