დეველოპერი

პროექტის აღწერა


კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ლიგაში, პროექტ კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო პროცესის e2e რედიზაინისთვის,  ვეძებთ დეველოპერს.

პროექტის მიზანია კორპორატიული დაკრედიტების პროცესის სრული რეკონსტრუქცია.  „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც დაეყრდნობა მაქსიმალური გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მიდგომებს. აღნიშნული პლატფორმით მოხდება სრული საკრედიტო ციკლის მართვა.  აქცენტირება მოხდება შიდა და გარე სერვისებიდან (LMS, B6, შეფასების ბაზა/web-გვერდი, საჯარო/სამოქალაქო რეესტრი და ა.შ.) საჭირო ინფორმაციის ავტომატურ შეკრებაზე. აპლიკაცია იქნება ფუნდამენტი Data Management-ისა და Data Storage-ისთვის და ასევე − მოსახერხებელი ინსტრუმენტი ე.წ. Pipeline Management-ისთვის.

შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, რომელიც იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით და შეიტან წვლილს საკრედიტო პროცესის რედიზაინში.


რას გააკეთებ?

  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

  • გააკეთებ ამოცანის შესაბამისი აპლიკაციების დეველოპმენტს;

  • განავითარებ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას;

  • მონაწილეობას მიიღებ აპლიკაციის გამართულად მუშაობასა და ხარისხის უზრუნველყოფაში;

  • მხარს დაუჭერ პროგრამული ცვლილებების ტესტირებას;

  • მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული

  • გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა

  • გაქვსOut-system-თან/LOS-თან მუშაობის გამოცდილება

  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების

  • შეძლებ, იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად

  • შეძლებ, დაეხმარო junior Developer-ს სწავლაში და განვითარებაში

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: CIB_E2Eredesignrecruit@tbcbank.com.ge , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „დეველოპერი“. 


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23.11.2020.



© 2020 TBC Bank