სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი

პროექტის აღწერა


კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ლიგაში, პროექტ. კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო პროცესის e2e რედიზაინისთვის,  ვეძებთ სერვის ექსპერტს/გუნდის კაპიტანს.

პროექტის მიზანია კორპორატიული დაკრედიტების პროცესის სრული რეკონსტრუქცია.  „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც დაეყრდნობა მაქსიმალური გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მიდგომებს. აღნიშნული პლატფორმით მოხდება სრული საკრედიტო ციკლის მართვა.  აქცენტირება მოხდება შიდა და გარე სერვისებიდან (LMS, B6, შეფასების ბაზა/web-გვერდი, საჯარო/სამოქალაქო რეესტრი და ა.შ.) საჭირო ინფორმაციის ავტომატურ შეკრებაზე. აპლიკაცია იქნება ფუნდამენტი Data Management-ისა და Data Storage-ისთვის და ასევე − მოსახერხებელი ინსტრუმენტი ე.წ. Pipeline Management-ისთვის.

შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, რომელიც იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით და შეიტან წვლილს საკრედიტო პროცესის რედიზაინში.


რას გააკეთებ?


  • მიიღებ მონაწილეობას ინოვაციური პროცესების, სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაში

  • შეიმუშავებ და მოახდენ ტექნიკური დაკვეთის რეალიზებას

  • იზრუნებ დასახული მიზნების მიღწევაზე

  • იზრუნებ გუნდის სიჯანსაღეზე

  • განვითარდები და განავითარებ შენს ირგვლივ მყოფ ხალხს

  • პერიოდულად წარადგენ Progress Report-ებს და მოკლევადიან/გრძელვადიან გეგმებს პროექტის სპონსორებთან

  • იზრუნებCounterparty-ის ჩართულობაზე; ამოცანებს შეიმუშავებ ბიზნეს საჭიროების და Bottleneck-ის გათვალისწინებით

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული, თამამი, მიზანდასახული და დაკვირვებული

  • შეგიძლია გუნდის მართვა და გუნდის მოტივაცია

  • გაქვს გუნდის კაპიტნობის >1 წლიანი გამოცდილება

  • გიყვარს ახალი პროცესების/პროდუქტების მოფიქრება და დანერგვა

  • შეგიძლია განსაზღვრო ბიზნეს საჭიროებები / მართო ბექლოგები /დააპრიორიტეტო ამოცანები

  • შეგიძლია საკუთარი პოზიციის დაცვა

  • გიყვარს ხალხთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია

  • გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია

  • გიმუშავია LOS - სთან ან მსგავს პლატფორმასთან, ან გაქვს ტექნიკურიbackground-ი

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: CIB_E2Eredesignrecruit@tbcbank.com.ge , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი“. 


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23.11.2020.

© 2020 TBC Bank