სერვის ექსპერტი/ასოცირებული პარტნიორი

ეჯაილ გუნდში, უზრუნველყოფილი სესხების ბიზნესის განვითარების ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს/ასოცირებულ პარტნიორს.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც იზრუნებს უზრუნველყოფილი სესხების დამუშავების პროცესის მაქსიმალურად გამარტივებაზე; შექმნის, განავითარებს და დანერგავს შესაბამის სისტემებს (Loan Origination System).

შენი გუნდი იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები. შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ბანკის შიდა და გარე მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. შეძლებ შენი ცოდნისა და გამოცდილების გუნდის წევრებისთვის გაზიარებას.


ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

  • მოგწონს და გაქვს სისტემების დიზაინისა და მათი ანალიზის გამოცდილება;

  • ადვილად ერკვევი კომპლექსურ სისტემებში და გაქვს ახალი ცოდნის შეძენის სურვილი;

  • გიყვარს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება;

  • გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;

  • გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

  • შეგიძლია გუნდის წევრების მოტივირება და ცოდნის გაზიარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;


რას გააკეთებ?

  • დაეხმარები გუნდის წევრებს ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში, გაუზიარებ და გაიზიარებ ცოდნას;

  • გუნდის წევრებთან ერთად, განსაზღვრავს პროფესიულ სტანდარტებსა და სამუშაო მეთოდოლოგიას;

  • გააკეთებ ახალი და არსებული ux (user experience), cx (customer experience) და lx (life experience) პროცესების ანალიზს  და კვლევას;

  • შეაგროვებ ბიზნეს და ტექნიკურ მოთხოვნებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;

  • პროდუქტის განვითარების მიზნით, იქნები ინოვაციური ტექნოლოგიების მოძიებისა და დანერგვის ინიციატორი;

  • გუნდთან ერთად შექმნი ტექნიკურ ამოცანას, არქიტექტურულ დიაგრამებს და პროცესების აღწერებს;

  • ამოცანის რეალიზების პროცესში, გექნება მუდმივი კომუნიკაცია გუნდის წევრებთან (პროგრამისტები, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები, ux მკვლევარები), და სხვა ჩართულ პირებთან

  • გუნდთან ერთად შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს დეველოპმენტის, ტესტირების და სისტემის დანერგვის ფაზებში;

  • ჩართული იქნები პროექტის სრული ციკლის შესრულებაში, მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან, საბოლოო ტესტირებამდე და პროექტის ჩაბარებამდე;

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • Agile (Scrum, Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;

  • ქოუჩინგის გამოცდილება;

  • ტექნიკურ პროექტებში და დეველოპერებთან მუშაობის გამოცდილება;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL ის საბაზისო ცოდნა);

  • SOAP და RESTful ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (SOAP UI ან სხვა თულების გამოყენებით მონაცემების მოქაჩვა, ჩაწერა, XML ფორმატში მოცემული პარამეტრების წაკითხვა და ა.შ.)


აუცილებელია, რომ გქონდეს:

  • IT პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

  • გამოცდილება სისტემების და პროდუქტების დანერგვის მიმართულებით;

  • ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტექნიკური ამოცანის დამუშვების და დაკვეთის გამოცდილება;

  • ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევისა და შექმნის გამოცდილება;

© 2020 TBC Bank