პროდუქტის ტექნიკური ანალიტიკოსი

ციფრული ბანკინგის გუნდში, რომელიც მუშაობს მობაილ და ინტერნეტ ბანკის განვითარებაზე ვეძებთ სერვის ექსპერტს/პროდუქტის ტექნიკურ ანალიტიკოსს.

ჩვენს გუნდში შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ პრობლემების აღმომჩენი და მათი გადამჭრელი,      რომელიც მზადაა შეეჭიდოს რთულ ტექნიკურ ამოცანებს;

  • ხარ      ენერგიული და  თვითმოტივირებული;

  • ხარ      დეტალების მიმართ დაკვირვებული;

  • გიყვარს      სისტემების და პროცესების ანალიზი;

  • ითვლები      თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების ექსპერტად;

  • გაქვს      სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის, პროგრამისტის ან     DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს      სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილებია, UML      და ERD დიაგრამებით;

  • გაქვს      მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;

  • შეძლებ იმუშავო თვითორგანიზებულ ეჯაილ      გუნდებთან ერთად.

რას გააკეთებ?

  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;

  • დაგეგმავ საკუთარ პროექტს დამოუკიდებლად და საკუთარი      პროექტის ფარგლებში გაუწევ პროცესებს ორგანიზებას;

  • დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;

  • გააანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს;

  • შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას, ან მოახდენ არსებულის ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

  • მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს;

  • ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას და მიიყვან პროცესს ოპტიმალურ      გადაწყვეტილებამდე;

  • იმუშავებ სისტემის შექმნასა და განვითარებაზე ადგილობრივ და უცხოელ ვენდორებთან ერთად;

  • მონაწილეობას მიიღებ სისტემის ვერსიების მართვასა და დანერგვებში;

  • აქტიურად იმუშავებ პროდუქტის ექსპერტებთან და გუნდის      კაპიტანთან ერთად პროდუქტის განვითარებასა და დანერგვაში.

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • ​Agile      (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება;

  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება;

  • დისტანციურად მუშაობის გამოცდილება.

© 2020 TBC Bank