UX დიზაინერი

თიბისის ბრენდის და კომუნიკაციების გუნდში ვეძებთ UX დიზაინერს, რომელიც თიბისის დიზაინ ცოდნის ცენტრის გუნდის წევრი გახდება და იმუშავებს, თიბისის დიზაინ სისტემის, მარკეტინგული შეფუთვების, ვებ პლატფორმების და აპლიკაციების საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე.

ვეძებთ გამოცდილ  ადამიანს, რომელსაც უყვარს ეს საქმე, ფიქრობს მომხმარებელზე და შეძლებს მარტივი და ინტუიტიური პროცესების შექმნას.

ეს არის როლი ადამიანისთვის, რომლისთვისაც UX-ი და UI საკომუნიკაციო ენაა, შეუძლია დიდი სურათის დანახვა, ანალიზი და საუკეთესო გამოცდილებების დანერგვა გლობალური დიზაინ სისტემის შექმნაში:


  • თუ იცი ბრენდის ფასეულობების, მარკეტინგული ხედვის და კონსისტენტურობის მნიშვნელობა დიზაინის შექმნის პროცესში;

  • თუ თვლი რომ გაქვს საკმარისი გამოცდილება დიზაინ  სისტემის, ვებ პლატფორმების და აპლიკაციების დაგეგმვასა და შექმნაში.

  • გიმუშავია Design thinking framework-ით და იცი მისი მნიშვნელობა;

  • მონაწილეობა მიგიღია კვლევებსა და ტესტირებაში;

  • თუ ერკვევი ინფორმაციის არქიტექტურაში;

  • იცი და მიყვები საუკეთესო გლობალურ UX/UI პრაქტიკებს, ტრენდებს და გამოცდილებებს;

  • თუ პრობლემები შენთვის გამოწვევებია, რომლების გადაწყვეტითაც სიამოვნებას იღებ;

  • იცი UX შედეგების გაზომვა და თვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია;

  • გაქვს მაღალი ემოციური ინტელექტი და ემპათიის უნარი;

  • შეგიძლია არგუმენტებით დაასაბუთო შენი დიზაინ გადაწყვეტილებები,  შექმნა პრეზენტაციები და გააზიარო გუნდის სხვა წევრებთან;

  • თუ ითვალისწინებ ბიზნეს ინტერესებს და ტექნიკურ შეზღუდვებს საუკეთესო გადაწყვეტების მოფიქრებისას;

  • თუ მოგწონს, რასაც თიბისი ქმნის და გსურს ამ გუნდის წევრი იყო.


რას გააკეთებ?


  • იმუშავებ გლობალური UX/UI გაიდლაინების დანერგვაზე, დიზაინ სისტემის შექმნასა და მის განვითარებაზე.

  • განსაზღვრავ კვლევის და ტესტირების საჭიროებებს კონკრეტული პროდუქტების ჭრილში, იმუშავებ მკვლევარების გუნდთან ერთად და მიიღებ      მნიშვნელოვან ინფორმაციას პროდუქტის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.

  • იქნები აქტიურ ურთიერთობაში, გაცვლი გამოცდილებას, იდეებს და ხედვას დიზაინის ცოდნის ცენტრის სხვა წევრებთან.

  • იქნები მომხმარებლის ხმა გუნდში;

  • იმუშავებ UX ანალიტიკის ინსტრუმენტთან, გაზომავ შედეგებს და დაგეგმავ მომავალ განვითარებას გუნდის სხვა წევრებთან ერთად.

© 2020 TBC Bank