პროდუქტის ტექნიკური ანალიტიკოსი

ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

ციფრული ბანკინგის გუნდში, რომელიც მუშაობს მობაილ და ინტერნეტ ბანკის განვითარებაზე ვეძებთ პროდუქტის ტექნიკურ ანალიტიკოსს (ციფრულ სერვის ექსპერტს).

 

ჩვენს გუნდში  შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები; 

 

ვის ვეძებთ: 


  • თუ ხარ პრობლემების აღმომჩენი და მათი გადამჭრელი, რომელიც მზადაა შეეჭიდოს რთულ ტექნიკურ ამოცანებს; 

  •  ხარ ენერგიული და  თვითმოტივირებული; 

  •  ხარ დეტალების მიმართ დაკვირვებული; 

  •  გიყვარს სისტემების და პროცესების ანალიზი;

  •  ითვლები თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების ექსპერტად; 

  • გაქვს სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის, პროგრამისტის ან DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილებია, UML და ERD დიაგრამებით; 

  • გაქვს მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება; 

  • შეძლებ იმუშავო თვითორგანიზებულ ეჯაილ გუნდებთან ერთად.   


რას გააკეთებ? 


  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;

  • დაგეგმავ საკუთარ პროექტს დამოუკიდებლად და საკუთარი პროექტის ფარგლებში გაუწევ პროცესებს ორგანიზებას;

  • დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით; 

  • გააანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს;

  • შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას, ან მოახდენ  არსებულის ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

  • მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს;

  • ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას და მიიყვან პროცესს ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე; 

  • იმუშავებ სისტემის შექმნასა და განვითარებაზე ადგილობრივ და უცხოელ ვენდორებთან ერთად;

  • მონაწილეობას მიიღებ სისტემის ვერსიების მართვასა და დანერგვებში; 

  • აქტიურად იმუშავებ პროდუქტის ექსპერტებთან და გუნდის კაპიტანთან ერთად პროდუქტის განვითარებასა და დანერგვაში.   


კარგი  იქნება რომ გქონდეს: 

 

  • Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება; 

  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება;

  • დისტანციურად მუშაობის გამოცდილება.






გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

© 2020 TBC Bank