მონაცემთა ბაზის დეველოპერი

ეჯაილ გუნდში ვეძებთ მონაცემთა ბაზის დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;

· გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);

· გაქვს ტრანზაქციული და ანალიტიკური მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების პროექტირების და შექმნის გამოცდილება;

· გაქვს ETL პროცესების და პაკეტების აწყობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SSIS);

· გაქვს C# ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?

· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

· მონაწილეობას მიიღებ ტრანზაქციული და ანალიტიკური მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების პროექტირებაში და შექმნაში;

· განავითარებ ახალ და არსებულ მონაცემთა ბაზებს, ETL პროცესებს და პაკეტებს;

· მონაწილეობას მიიღებ პროცესების და აპლიკაციის გამართულად მუშაობასა და ხარისხის უზრუნველყოფაში;

· მხარს დაუჭერ პროგრამული ცვლილებების ტესტირებას;

· მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში

© 2020 TBC Bank